saqarTvelos buneba - vake
გეოგრაფიაში, ვაკე არის სწორი ადგილი. ვაკეები არის დაბლობები და ველები პლატოებზე ან მთიან მხარეებში შემაღლებებზე. ხეობაში ვაკე ეკვრის ორი მხრიდან თუმცა სხვა შემთხვევებში ვაკე შეიძლება დასერილი იყოს სრული ან ნაწილობრივი ბორცვების რკალით, მთებით ან ციცაბოებით. სადაც გეოლოგიური რეგიონი მოიცავს ერთზე მეტ ვაკეს, ისინი შეიძლება დაკავშირებული იყოს უღელტეხილებით (ზოგჯერ ეწოდება ნაპრალი). ვაკეები შეიძლება ფორმირებული იყოს ლავის ნაკადით, რომელიც ჩამოტანილია წყლით, ყინულით, ქარით და ფორმირებულია ეროზიით ამ აგენტების მიერ გორებიდან და მთებიდან.
ვაკეები ბევრ ადგილას მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობისთვის, ვინაიდან სადაც ნიადაგი წარმოდგენილია ნალექების სახით, ისინი შეიძლება იყოს ღრმა და ნაყოფიერი, და სიბრტყელე ხელს უწყობს მოსავლის მიღების მექანიზაციას; ან ეს ეხმარება სათიბ-საძოვრებს, რომლებიც იძლევიან შინაური საქონლის ძოვის საშუალებას.
ვაკეების ტიპები
სტრუქტურული ვაკეები არის შედარებით ხელუხლებელი ჰორიზონტალური ზედაპირები დედამიწაზე. ისინი სტრუქტურულად შესუსტებული ადგილებია, რომლებიც ქმნის ყველაზე ინტენსიურ ბუნებრივ დაბლობებს დედამიწის ზედაპირზე.
ეროზიული ვაკეები მოსწორებულია სხვადასხვა გაშიშვლების აგენტებით, როგორიცაა გამდინარე წყლები, მდინარეები, ქარი და მყინვარი, რომლებიც ცვეთენ უსწორმასწორო ზედაპირს და ასწორებენ მათ. ვაკეს, რომელიც წარმოიქმნა ამ გაშიშვლების აგენტების მოქმედებით ეწოდება პენეპლენები (თითქმის ვაკე), ხოლო ქარისგან წარმოქმნილ ვაკეებს ეწოდება პედიპლენები.
დეპოზიტური ვაკე, ფორმირებული ისეთი ტრანსპორტირების სხვადასხვა აგენტების მიერ მოტანილი მასალებით, როგორიცაა მდინარეები, ქარი, ტალღები და მყინვარწვერები. მათი ნაყოფიერება და ეკონომიკური სარგებლიანობა დიდად არის დამოკიდებული ჩამოტანილი ნალექების ტიპებზე.
დეპოზიტური ვაკე ჯგუფდება შემდეგნაირად:
ალუვიური ვაკე, ფორმირებული მდინარის მიერ, და შეიძლება იყოს ერთ-ერთი შემდეგი სუპერპოზიის ტიპის:
ალუვიური ვაკე, ფორმირებული გრძელი პერიოდის მანძილზე მდინარის მიერ, რომელიც ნალექს გამოყოფს მის მიერ დატბორილ ვაკეზე ან კალაპოტში, რომელიც ხდება ალუვიური ნიადაგი. განსხვავება დატბორილ ვაკესა და ალუვიურ ვაკეს შორის არის ის, რომ დატბორილი ვაკე წარმოადგენს ადგილს, რომელიც რეგულარულად იტბორება ამჟამად ან ახლო წარსულში, ვინაიდან ალუვიური ვაკე მოიცავს ადგილებს, სადაც ახლა მდებარეობს დატბორილი ვაკე ან ადგილებში, რომლებიც იტბორება საუკუნეში მხოლოდ რამდენიმეჯერ.
ჭალა - ადგილი ნაკადულის, მდინარის, ტბის ან ჭარბწყლიანი მიწის მიმდებარედ, რომელიც ზოგჯერ ან პერიოდულად იტბორება.
დანაწევრებული ვაკე, ვაკე რომელზეც მდინარე იკლაკნება ძალიან დაბალი დაქანებით.
ტბიური ვაკე - ვაკე, რომელიც თავდაპირველად ფორმირებულ იქნა ტბის გარემოში, რომელიც არის ტბის კალაპოტი.
ლავის ვაკე, ფორმირებული ლავის ნაკადის ფენებით.
ყინულოვანი ვაკეები, ფორმირებული მიზიდულობის ძალის მოქმედებით მოძრავი ყინულებით:
გადარეცხილი ვაკეები, ყინულის გამორეცხილი ვაკე, ფორმირებული ნალექებით, რომლებიც გამოყოფილია გამდნარი წყლის მიერ ყინულის ზღვარზე. გადარეცხილი ვაკე ძირითადად შედგება დაშრევებული (ფენოვანი და დახარისხებული) ხრეშის და ქვიშისგან.
კაჭარ-თიხნარი ვაკე, ყინულოვანი კაჭარ-თიხნარი ვაკე, რომელიც ფორმირდება როდესაც ყინულის ფენა სცილდება ყინულის მთავარ სხეულს და დნება იმ ნალექების გამოყოფის ადგილას, რომელსაც იგი ატარებს. კაჭარ-თიხნარი ვაკეები შედგება ყველა ზომის ნარევი მასალისგან (კაჭარი).
აბისალური ვაკე, ღრმა ოკეანის აუზის სწორი ან ძლიან ოდნავ დახრილი ადგილი.
Planitia, ლათინური სიტყვა, რომელიც ნიშნავს ვაკეს, გამოიყენება ვაკეების დასახელებისთვის კოსმოსურ ობიექტებზე (პლანეტები და მთვარეები), როგორიცაა ჰელას „ვაკე მარსზე ან სედნა „ვაკე“ ვენერაზე.