afxazeTis mxare  
  
 
 
 
 


galis municipaliteti

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში, დღეისათვის ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. კერძოდ, აფხაზეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპიროზე. 1917 წლამდე გალის რაიონი შედიოდაქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოლქში სამურზაყანოს მაზრის სახელწოდებით, 1921 საქართველოს სსრ ადმინისტრაციული-ტერიტორიული დაყოფით აფხაზეთის სსრ-ში ჯერ გალის მაზრის, ხოლო 1939 წლიდან - გალის რაიონის სახელწოდებით. გალის რაიონს ჩრდილოეთით ესაზღვრება ოჩამჩირის, აღმოსავლეთით - წალენჯიხის, სამხრეთით - ზუგდიდის რაიონები, დასავლეთით - შავი ზღვა. ფართობი 1003 კმ2. რაიონული ცენტრი - ქ. გალი. 2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

mosaxleoba

მხარე / რაიონი-მუნიციპალიტეტი 1959 წ. 1970 წ. 1979 წ. 1989 წ. 19912 წ. 2002 წ.
გალის 59,619 73,256 75,538 79,440 79,600 ოკ. რუს. ფ.

reliefi

გალის ჩრდილო-აღმოსავლეთი მთიანია, სამხრეთ-დასავლეთი - ვაკე-დაბლობი. მთიანი ნაწილი აგებულია ცარცული ასაკის კირქვებით; უკიდურესი ჩრდილოეთი ზოლი - იურული პორფირიტებით, ტუფ-ქვიშაქვებით, ტუფ-ბრექჩიებით; გორაკ-ბორცვიანი ზონის აგებულებაში მონაწილეობს პალეოცენ-ეოცენური, მიოცენ-პლიოცენური კირქვები, მერგელები, თიხები, კონგლომერატები და ქვიშაქვები. სამურზაყანოს ვაკე-დაბლობი აგებულია მეოთხეული ასაკის რიყნარით, ქვიშებითა და თიხებით. რაიონის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს საშუალო სიმაღლის ინტენსიურად დაკარსტული ოხაჩქუის და ოისირედ ქედები, აგრეთვე აკიბის ქედი, სამხრეთით მოსდევს გორაკ-ბორცვიანი ზონა. ქ. გალის სამხრეთ-აღმოსავლეთით აღმართულია ანტიკლინური სერი სატანჯო (506 მ), კიდევ უფრო სამხრეთით, მდინარე ენგურამდე, გადაჭიმულია 20-30 მ სიმაღლის სამურზაყანოს ვაკე-დაბლობი. ზღვის ნაპირის გასწვრივ განვითარებულია დიუნები, მათ მიღმა სანაპირო ალაგ-ალაგ დაჭაობებულია. სასარგებლო წიაღისეულიდან აღსანიშნავია თაბაშირის (ოქუმი) საბადო.

hava

გალის მუნიციპალიტეტში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. სამურზაყანოს დაბლობსა და გორაკ-ბორცვიან მთისწინეთში იცის რბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. იანვრის საშუალო ტემპერატურა 4-60C, ივლისი 240C, აბსოლუტური მინიმალური - 10-120C, აბსოლუტური მაქსიმალური 34-360C. ნალექები 1646-1760 მმ წელიწადში. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზაფხულსა და შემოდგომაზე. მუსონური ხასიათის ქარები. მთიან ზონაში იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. იანვრის საშუალო ტემპერატურა 2-იდან 00C-მდეა, ივლისის 18-200C, აბსოლუტური მინიმალური - 12-140C. აბსოლუტური მაქსიმალური 32-340C. ნალექები 1600-1800 მმ წელიწადში. აკიბისა და ოხაჩქუის ქედების თხემურ ნაწილში ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო დაბალია: იანვრის საშუალო ტემპერატურა 0-იდან - 20C-მდეა, ივლისის 160C; აბსოლუტური მინიმალური 14,-160C, აბსოლუტური მაქსიმალური 320C. ნალექები 1800-2000 მმ წელიწადში.

 

galis municipalitetis foto galerea
         

galis municipalitetis soflebi

galis municipalitetis istoria

ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი გალის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები
42°38`00″ ჩ. გ. 41°44`00″ ა. გ.
პირველი ხსენება  
მოსახლეობა 7200 კაცი (2003)
სატელეფონო კოდი +995 447
საფოსტო ინდექსი 6800
ოფიციალური საიტი http://gagra-city.com

 

   
       

 

   
გალის დროშა გალის გერბი

 

RirSesaniSnaobebi
1   6  
2   7  
3   8  
4   9  
5   10  

 

1   3  
2   4