saqarTvelos aeroportebi

 

ფოთის აეროპორტი - აეროპორტი საქართველოში, საზღვაოსნო ქალაქ ფოთის აღმოსავლეთით. ქალაქისაგან გამოყოფილია მდინარე რიონით. აეროპორტის ტერიტორიის სამხრეთით ვრცელი ჭაობია, აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან კი იგი მინდვრებითა და ტყითაა შემოსაზღვრული.

ფოთის აეროპორტს საბჭოთა კავშირისათვის მნიშვნელოვანი სამხედრო სტრატეგიული ფუნქცია ჰქონდა - ფოთიდან შესაძლებელი ხდებოდა არა მარტო საზღვაო, არამედ საჰაერო სივრცის კონტროლი ნატოს წევრ თურქეთსა და ირანზე. 1990-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აეროპორტი დაიხურა, რადგან მისი ფუნქციონირება სახელმწიფოსთვის (საქართველოსთვის) ეკონომიკურად მომგებიანი აღარ იყო.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფოთის თავისუფალი ეკონომიკური ზონის გახსნისას განაცხადა ამბიციური მიზნის შესახებ, რომლის მიხედვითაც საქართველოში ბიზნესის განვითარების პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა ფოთის აეროპორტის გაფართოება და მისი კავკასიის მასშტაბით უმნიშვნელოვანეს და უდიდეს აეროპორტად ქცევა.

ფოთის აეროპორტის გაფართოება ხორციელდება არაბთა გაერთიანებული საამიროების ფინანსური მხარდაჭერით, რომელიც ერთ მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. მომავალ ფოთის საერთაშორისო აეროპორტს, გეგმის მიხედვით, ყველაზე გრძელი ასაფრენი ბილიკი ექნება კავკასიის რეგიონში. მშენებლობის დადებით წინაპირობად სახელდება აეროპორტის ახლოს მეჩხერი და მცირე რაოდენობის მოსახლეობა, ასევე ტოპოგრაფიულად ხელსაყრელი მდებარეობა. აეროპორტთან უკვე დამონტაჟებულია თანამედროვე სარადარო მოწყობილობა. ფოთის მომავალი საერთაშორისო აეროპორტი ძირითადად საქართველოს ტურისტული ცენტრებს, ბათუმს, მესტიასა და ფოთს მოემსახურება.

რესურსები ინტერნეტში

ფოთის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი