saqarTvelos aeroportebi

 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი (IATA: KUT, ICAO: UGKO) ასევე ცნობილია, როგორც დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი - აეროპორტი ქალაქ ქუთაისიდან 14 კილომეტრით დასავლეთით. ის ერთ-ერთია საქართველოს სამ საერთაშორისო აეროპორტს შორის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტთან ერთად. ასაფრენი ბილიკის სიგრძე 2,600 მეტრს შეადგენს და სრულიად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

განახლება

სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო აეროპორტი 2011 წლის ნოემბერში იქნა დახურული. მისი ხელახლა გახსნა კი 2012 წლის 27 სექტემბერს მოხდა. ამ ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და Wizz Air-ის (მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ინგლ. CEO) ჯოზეფ ვარადი. ქუთაისის აეროპორტმა პირველი რეისი მის ოფიციალურ გახსნამდე 1 თვით ადრე 2012 წლის 28 აგვისტოს მიიღო, რომელსაც სატვირთო Boeing 747 ასრულებდა. დაფალფასიანმა (low-cost) ავიაკომპანია Wizz Air-მა სექტემბრიდანვე დაიწყო ავიარეისების შესრულება კიევისა და ქუთაისის აეროპორტებს შორის. ქუთაისის აეროპორტის პრიორიტეტია მიიზიდოს დაბალფასიანი ავიაკომპანიები და შექმნას განსაკუთრებული გარემო ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს შორის. აეროპორტი აღჭურვილი იქნება უმაღლესი ხარისხის სანავიგაციო და მეტეოროლოგიური სისტემებით.

ავიაპომპანიები და დანიშნულებები

ავიაკომპანიები დანიშნულებები
ბელავია მინსკი-ნაციონალი
აირზენა თბილისი, მოსკოვი-ვნუკოვო
ჩარტერი: თელ-ავივი - ბენ-გურიონი
Iraqi Airways ჩარტერი: ბაღდადი
S7 Airlines მოსკოვი-დომოდედოვო
ურალის ავიახაზები მოსკოვი-დომოდედოვო
Wizz Air კატოვიცე, ვარშავა-შოპენი
Wizz Air უკრაინა დონეცკი, ხარკოვი (იწყება 2013-07-01), კიევი

ფაქტი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სამეთვალყურეო კოში, სიმაღლით მეხუთე ყველაზე მაღალი აეროპორტის სამეთვალყურეო კოშკია მსოფლიოში.

რესურსები ინტერნეტში

ამჟამინდელი ამინდის პროგნოზი UGKO-სთვის
უბედური შემთხვევების ისტორია KUT-ისთვის