istoriuli soflebi  
  
 
 

RanZilebi
ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. შედიოდა ისტორიულ საციციანოში.

ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები ამ სოფელს არ იცნობენ, არც ქართულ ისტორიული თუ ეკონომიკური ხასიათის ძეგლებში გვხვდება. 1945 წლის მონაცემებით, ღანძილებში შემდეგი გვარები ცხოვრობდნენ: ბარბაქაძე, გასიშვილი, გორელიშვილი, პაპაშვილი, ნახაპეტიანი, პაქსაშვილი, ლურსმანაშვილი, ბიწაძე...

ღანძილებიდან მოსახლეობა XX საუკუნის 50-იან წლებში გადასახლეს ხაშურში და სოფელიც მოიშალა.

ღანძილებში შემორჩენილია რამდენიმე ეკლესიის ნანგრევი. კერძოდ, წმინდა გიორგისა და ქარტის წმინდა გიორგის ეკლესიები.


მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი
თემი  
კოორდინატები 41°56`39″ ჩ. გ. 43°38`12″ ა. გ.
პირველი ხსენება  
ადრეული სახელები  
ცენტრის სიმაღლე  
ფართობი  
მოსახლეობა 0 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა  
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი