istoriuli soflebi  
  
 
 

Zama

ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.

ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები ამ სოფელს არ იცნობენ. 1886 წლის აღწერით, აქ სახლობს 10 კომლი (77 კაცი და 61 ქალი, სულ 138 კაცი). მოსახლეობა, აღწერის მონაცემებით, მთლიანად ქართულია და გადმოსულები არიან დასავლეთ საქართველოდან, კერძოდ, იმერეთიდან. აქ სახლობდნენ გვარები: ლომიძე და ცხოვრებაშვილი.

ამის მოსახლეობა XX საუკუნის 50-იან წლებში გადმოასახლეს ხაშურში და სოფელი მოიშალა.

ძამაში მდებარეობს ხრესილის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც გვიანფეოდალური ხანის ძეგლია


მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი
თემი  
კოორდინატები  
პირველი ხსენება  
ადრეული სახელები  
ცენტრის სიმაღლე  
ფართობი  
მოსახლეობა 0 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა  
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი