ნასოფლარი ონის მუნიციპალიტეტში, რაჭა. მდებარეობს რიონის მარჯვენა მხარეს, ორბის მთის კალთაზე. აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სოფელი ფარავნეში, სამხრეთიდან სოფელი ნაკიეთი. ზ. დ. 1300 მ. ონიდან 10 კმ.
istoria
წყაროებში იხსენიება XVIII საუკუნიდან. ვახუშტი ბატონიშვილი მის შესახებ წერს:
„ონის პირისპირ, რიონის ჩდილოთ, მთის კალთასა შინა, მაღლა, არს დაბა ძეგლევი. აქა ეკლესიასა შინა არს ზეთი ჭიქითა და მდუღარებს მარადის და, რაოდენ იღებენ, არ აკლს ჭიქასა მას.“
სოფელში შემაღლებული ტყის პირას იდგა წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესია, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს ჩამოიქცა სიძველით, 2013 წელს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. მის ადგილზე 1895 წელს ააგეს ხის საყდარი. ძველი ტაძრის და გალავნის ნაშთები დღესაც კარგად ჩანს. ძეგლევი წინა საუკუნეებში ამზადებდა მირონს რაჭის ეკლესიებისთვის. წმინდა გიორგის ეკლესიის ზემოთ 200-მდე მეტრში, იყო ღვთისმშობლის სალოცავი, სადაც რაიმე შენობის კვალი არ ჩანს. 2002 და 2014 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებში სოფელი არ მოიხსენიება.
demografia
წელი |
1840 |
1873 |
1886 |
1906 |
1926 |
1939 |
1970 |
კომლი |
59 |
31 |
44 |
43 |
49 |
|
|
სული |
431 |
280 |
453 |
499 |
286 |
313 |
56 |
ძეგლევში ცხოვრობდნენ შემდეგი გვარის წარმომადგენლები: აბაიშვილი, აბესალაშვილი, ავზნარაძე, ბერიშვილი, ბენდელიანი, კახეთელიძე, კეკენაძე, კერესელიძე, კოკონაშვილი, ლოლასპიშვილი, მაგრაქველიძე, მოსიძე, პატოტიშვილი, ტოგონიძე, ქაფიანიძე, ქებაძე, შოშაშვილი, ჩალაძე, ჩუმაშვილი, ხიდეშელი, ხუციშვილი, ჯაფარიძე.
|