ნასოფლარი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში (ხალების თემი), მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეზე, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1190 მეტრი, ხაშურიდან 17 კილომეტრი. სოფელში 2006 წლის 1 იანვრის მონაცემებით ცხოვრობს 4 კომლი, სულ 8 ადამიანი. სოფლიდან 5 კმ-ის მოშორებით ნასოფლარ ძამაზე დგას ძამის ეკლესია.
istoria
სოფელს არ იცნობენ ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები, არც ძველ ქართულ ისტორიულ წყაროებსა და დოკუმნეტბეში გვხვდება. შედიოდა საციციანოში.
1886 წლის აღწერით, აქ 6 კომლი სახლობს (35 კაცი, 28 ქალი, სულ 63 კაცი). მოსახლეობა, ეროვნული შემადგენლობის თვალსაზრისით, მთლიანად ოსურია.
სოფელში სახლობდნენ გვარები: გაგლოშვილი, თედეშვილი, თიბილაშვილი, ქარსანაშვილი, თუმანიშვილი...
სოფელი მდიდარია ცივი წყლებით. ხალხური ტრადიციით, აქ დასახლებულა ვინმე ალექსანდრე, რომელსაც ეს წყაროები აღმოუჩენია და ამის შემდეგ სოფელს ალექსანდრეს წყარო დარქმევია.
სოფელი მოიშალა XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში.
|