istoriuli soflebi  
  
 
 

anagara
ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მდებარეობდა თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ე. წ. ღორინამკლის მთის ძირში.

მას არ იცნობენ ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები, არც საისტორიო წყაროებსა და დოკუმენტებში გვხვდება.

როგორც ჩანს, აქ სოფლის ცხოვრება ჯერ კიდევ XIX საუკუნეში მოიშალა. მოსახლეობის ნაწილი ჩამოვიდა სოფელ დამჩხეულაში, რომლის ერთ-ერთ უბანს, სადაც კურტანიძეები სახლობენ, ანაგარას უწოდებენ.

ნასოფლარზე შემორჩენილია გვიანფეოდალური ხანის წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევები.


მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი
თემი  
კოორდინატები  
პირველი ხსენება  
ადრეული სახელები  
ცენტრის სიმაღლე  
ფართობი  
მოსახლეობა 0 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა  
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი