istoriuli soflebi  
  
 
 

ananauri
კლდეში ნაკვეთი ხუროთმოძღვრული კომპლექსი, „კლდის სოფელი“ საქართველოში, ასპინძის მუნიციპალიტეტში.

მდებარეობს ვარძიის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში. უჭირავს დიდი ტერიტორია. გამოქვაბული კომპლექსის გარდა მოიცავს ბაღებისა და ვენახებისთვის მოწყობილ ტერასებს, საერთო დანიშნულების კლდეში ნაკვეთ საცხოვრებლებს. მათ შორისაა ორსართულიანი სახლი თავისი ბოსლით, კლდის ლოდში გამოკვეთილი საწნახლითა და წყალსაცავით. სოფლის მთავარი ნაგებობა კლდეში გამოკვეთილი X–XII საუკუნეების ეკლესიაა, რომელიც ზემო ტერასაზე მდებარეობს. ეკლესიას წინ ეგვტერი აქვს. ეკლესიის მოხატულობა პალეოლოგოსთა ხანას მიეკუთვნება და XV საუკუნეშია შესრულებული, ეგვტერისა XII–XIII საუკუნეების მიჯნაზე. ტაძრის გაწმენდის შემდეგ ეკლესიაში აღმოჩნდა უფრო ძველი მოხატულობის კვალი, რომელიც, შესაძლებელია, ეგვტერის მოხატულობის თანადროული ან უფრო ადრინდელიც იყოს. სახელწოდება „ანანაური“ ახლა მხოლოდ ეკლესიას შერჩა


მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ასპინძის მუნიციპალიტეტი
თემი  
კოორდინატები  
პირველი ხსენება  
ადრეული სახელები  
ცენტრის სიმაღლე  
ფართობი  
მოსახლეობა 0 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა  
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი