ნასოფლარი საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ფარავნის ტბის დასავლეთ ნაპირზე, ზღვის დონიდან 2080 მეტრზე. ნინოწმინდიდან დაშორებულია 40 კმ-ით.
istoria
სოფლის თავდაპირველი სახელია ასპანა. ასფარა მისი ახალი ფორმაა. ასპანასთან არის დაკავშირებული გეოგრაფიული სახელი ასპანაური, ასევე მესხეთში გავრცელებული გვარი ასპანიძე. საბჭოთა პერიოდში სოფელში განვითარებული იყო მეცხოველეობა. შედიოდა ტამბოვკის სასოფლო საბჭოში. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 107 კაცი. 2014 წლის მონაცემებით სოფელი დაცლილია.
RirSesanisnaobebi
ტბის სიახლოვეს თითქმის მიწასთან გასწორებული ტაძრის კედელიღაა შემორჩენილი. სავარაუდოდ, თავის დროზე საკმაოდ დიდი ნაგებობა ყოფილა, რომელსაც შემოვლებული ჰქონია გალავანი. სოფელთან მდებარეობს ციხესიმაგრე „ქოროღლის“ ნანგრევები, დათარიღებული ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წლით. |