istoriuli soflebi  
  
 
 

avenisi

ავენისი[2] — ნასოფლარი საქართველოშიდუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე მთიულეთის არაგვის მარცხენა ნაპირზე, ჟინვალის წყალსაცავის ნაპირას. ზღვის დონიდან 840 მეტრზედუშეთიდან დაშორებულია 16 კილომეტრით. დგას ერთი სალოცავი და ერთი XVII საუკუნის ეკლესია.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში არავინ ცხოვრობს.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 2[3]
2014

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის ჩრდილოეთით შემორჩენილია წმინდა გიორგის ეკლესია და მასთან ერთად სამი საცხოვრებელი ნაგებობა, კამაროვანი მარანი, გალავანი და სამაროვანი. ეკლესია კომპლექსის ჩრდილო-აღმოსავლეთ კიდეში მდებარეობს, სხვა ნაგებობები დასავლეთ ნაწილშია განლაგებული. გეგმით სწორკუთხა ტაძარი აგებულია IX-X საუკუნეებში. ის რესტავრირებულია, თუმცა უმოქმედო. კომპლექსის ეზოში და მის გარეთ აღმოჩნდა გვიანდელი შუა საუკუნეების სამაროვანი, აღმოაჩინეს განვითარებული შუა საუკუნეების მოჭიქული და მოუჭიქავი თიხის ჭურჭლის ნატეხები. მასალა დაცულია არქეოლოგიური კვლევითი ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.


მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტი
თემი  
კოორდინატები 42°10`02″ ჩ. გ. 44°43`11″ ა. გ.
ადრეული სახელები  
ცენტრის სიმაღლე 840 მ
ფართობი  
მოსახლეობა 0 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა  
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი