istoriuli soflebi  
  
 
 

bianTxevi
ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ამჟამად სურამის ერთ-ერთი უბანი, მდებარეობს მის დასავლეთით, მდინარე ბაიანთხეულას აყოლებაზე. საარქივო დოკუმენტებში დასტურდება ზემო ბაიანთხევიც. სახელწოდება მომდინარეობს ბაიაშვილის გვარიდან.

რუისის სამწყსოს დავთარის მიხედვით სურამში დასტურდება გვარსახელი ბაიაშვილი. შემდგომი პერიოდის რამდენიმე დოკუმნეტშიც მოიხსენიება ეს გვარი. 1752 წლის 20 სექტემბერს, გიორგი ხიდირბეგიშვილის მიერ დიმიტრი ციციშვილისათვის მიცემული ჭარტლიულის ზვარი გრძელდება „ბაიაშვილის მიწის მიდგმამდი“. XVIII საუკუნით დათარიღებულ ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელიც წარმოადგენს მამულების სიას, ნათქვამია, რომ “ბაიაშვილის გვერდზე ნავენახარი მიწა ბლიაძეს უჭირავს“.


მხარე შიდა ქართლი
მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი
თემი  
კოორდინატები  
პირველი ხსენება  
ადრეული სახელები  
ცენტრის სიმაღლე  
ფართობი  
მოსახლეობა 0 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა  
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი