istoriuli soflebi  
  
 
 

bobokini

ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მდებარეობდა ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, სოფლების, ჩორჩანასა და მურყნისწყაროს შუაში. აქედან იღებს სათავეს ბობოკინის ღელე, რომელიც მდინარე ჭერათხევს ერთვის მარცხენა მხრიდან.

ბობოკინი დასტურდება ქუცნა ამირეჯიბის სიგელში (1401-1415 წწ.). იგი, როგორც ჩანს, თემურ-ლენგის შემოსევის დროს განადგურდა. ამიტომ ქუცნა ამირეჯიბი, სხვა სოფლების მსგავსად, მასაც „ნაოხარ სოფელს“ უწოდებს და მათთან ერთად სწირავს მის მიერვე განახლებულ ულუმბის მონასტერს.

სხვა წყაროებსა და დოკუმენტებში ბობოკინი აღარ გვხვდება. მას არ იცნობენ ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები.

ბობოკინის ტერიტორიაზე შეიმჩნევა საამშენებლო კირქვისა და ღორღის ნაშთები.


მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი
თემი  
კოორდინატები  
პირველი ხსენება  
ადრეული სახელები  
ცენტრის სიმაღლე  
ფართობი  
მოსახლეობა 0 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა  
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი