istoriuli soflebi  
  
 
 

didvake

არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩინთის ჩრდილო-აღმოსავლეთით 4 კმ-ში, მდინარე ფშავის არაგვის მარცხენა ნაპირზე, მაღალი მთის თხემზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. ნასოფლარზე გამოვლინდა ათიოდე საცხოვრებელი კომპლექსის, კოშკისა და ეკლესიის ნანგრევები. შენობები ნაგებია ნატეხი ქვითა და კირის ხსნარით. ნაგებობათა უმეტესობის გეგმა არ იკითხება. გადმოცემის თანახმად, ეს სოფელი ყელის (თამარის) ციხეს ეკუთვნოდა და მის მომარაგებასა და დაცვას ემსახურებოდა. აქედან ნაგზაური ახლაც ჩადის ამ ციხესთან, რომელიც ჟინვალის ნაქალაქარის აღმოსავლეთით, მაღალ კლდოვან კონცხზე დგას.


მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტი
თემი  
კოორდინატები  
ადრეული სახელები  
ცენტრის სიმაღლე  
ფართობი  
მოსახლეობა 0 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა  
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი