istoriuli soflebi  
  
 
 

doguzaani
ნასოფლარი საქართველოში, ახალგორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მდებარეობს ხარულის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდ. ჭურთის (ქსნის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 1070 მ-ზე, დაბა ახალგორიდან 27 კმ-ში.

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

istoria

1922-1990 წლებში შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ლენინგორის რაიონში (დორეთკარის სოფსაბჭო), ოლქის გაუქმების შემდეგ - მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ახალგორის რაიონში (ლარგვისის თემი). 1989 და 2002 წლების აღწერებით სოფელში მუდმივი მოსახლეობა აღარ იყო. საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სსიპ ახალგორის მუნიციპალიტეტის დარეგისტრირების დროისთვის (2006) დოგუზაანი დასახლებულ პუნქტებს შორის აღარ მოიხსენიება. 2008 წლიდან მოქცეულია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებში.


მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალგორის მუნიციპალიტეტი
თემი  
კოორდინატები  
ადრეული სახელები  
ცენტრის სიმაღლე  
ფართობი  
მოსახლეობა 0 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა  
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი