istoriuli soflebi  
  
 
 

gomarTa

ძველი ნასოფლარი ფრონის ხეობაში, სოფელ ვახტანადან (თიღვის მუნიციპალიტეტი) 10 კმ-ზე, ქართლ-იმერეთის საზღვარზე.

აქ გადიოდა კორბოულისა და ჭიათურისაკენ მიმავალი გზა. ვახუშტი ბატონიშვილი დაცარიელებულ სოფლად მოიხსენიებს. ნასოფლარის მახლობლად, მაღალი მთის თავზე, შემორჩენილია დარბაზული ეკლესიის ნანგრევი. ნაგებია კლდის ქვით, ურევია აგურიც. შესასვლელი სამხრიდან აქვს. ინტერიერში აგურის კანკელია. შელესილი კედლები მოხატული იყო, რომლის ფრაგმენტებიც აქა-იქ არის შემორჩენილი. გადახურული იყო ქვა-ფიქალით. მოხატულობის მიხედვით ძეგლი თარიღდება XV-XVI საუკუნეებით.


მხარე  
მუნიციპალიტეტი თიღვის მუნიციპალიტეტი
თემი  
კოორდინატები  
ადრეული სახელები  
ცენტრის სიმაღლე  
ფართობი  
მოსახლეობა 0 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა  
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი