სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში (ღების ადმინისტრაციული ერთეული).
მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ჩვეშურის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან 1680 მეტრზე, ქალაქ ონიდან დაშორებულია 39 კილომეტრით.
demografia
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში არავინ ცხოვრობს.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი |
2002 |
2 |
1 |
1 |
2014 |
0 |
0 |
0 |
istoria
სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, დარბაზული ტიპის ეკლესია. შიგნიდან და გარედან მოპირკეთებულია კარგად გათლილი შირიმის ქვით. გამოირჩევა თავისებური არქიტექტურით – შიგა სივრცე ერთიანად გადახურულია ცილინდრული კამარით, კონქი არ აქვს და საკურთხეველი გამოყოფილია მხოლოდ პილასტრებით. შეკეთებულია XIX საუკუნის დასასრულს.
RirSesaniSnaoba
გონის მთავარანგელოზის ეკლესია |