istoriuli soflebi  
  
 
 

jvarTmuxa
ნასოფლარი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდებარეობს ცხრამუხის საკრებულოს ტერიტორიაზე.

istoria

ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები ჯვართმუხას, როგორც დასახლებულ ობიექტს, არ იცნობენ. არც ქართულ ისტორიულ დუკუმენტებში გვხვდება. შედიოდა ისტორიულ საციციანოში.

1886 წლის აღწერით, აქ 16 კომლი მოსახლეა (80 კაცი და 56 ქალი, სულ 135 კაცი). მოსახლეობა, ეროვნული შემადგენლობის თვალსაზრისით, მთლიანად ქართულია. ისინი ძირითადად იმერეთიდან არიან გადმოსულები. 1925 წელს ჯვართმუხაში 39 კომლი სახლობს. ძირითადად შემდეგი გვარები: გოგალაძე, ლომიძე, ჩხეიძე, კურტანიძე, ნოზაძე, მურჯიკნელი, რაზმაძე და სხვა.

ჯვართმუხის მოსახლეობა XX საუკუნის 60-იან წლებში ჩაასახლეს ხაშურში და სოფელი ნასოფლარად იქცა.

ჯვართმუხაში შემორჩენილია წინდა გიორგის ეკლესის ნანგრევები. ნასოფლარის სამხრეთით მდებარეობს ნასაყდრის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც 1986 წელს ძველი ეკლესიის ნანგრევებზეა აღდგენილი.


მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი
თემი  
კოორდინატები 41°57`17″ ჩ. გ. 43°36`51″ ა. გ.
პირველი ხსენება  
ადრეული სახელები  
ცენტრის სიმაღლე  
ფართობი  
მოსახლეობა 0 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა  
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი