istoriuli soflebi  
  
 
 

kvercxobi
ნასოფლარი მდინარე ჭერათხევის მარცხენა ნაპირზე, სოფელ ნაბახტევის ჩრდილოეთით. ნასოფლარი მოხსენიებულია რამდენიმე ისტორიულ წყაროში, როდესაც IX საუკუნის შუა წლებში არაბთა დამსჯელი ლაშქარი ბუღა თურქის მეთაურობით ქართლში დათარეშობდა, მაშინ:

„და თევდოსი, მეფე აფხაზთა გამოვიდა წინააღმდგომად მისა, და დადგა კვერცხობს, ხოლო ბუღა, ვითრცა ცნა, წარავლინა ზირაქ, სპასალარი თჳისი, და ბაგრატ ძე აშოტ კურაპალატისა: შეიბნეს და გააქცივნეს აფხაზნი, და მოსწყა სიმრავლე ურიცხჳ და თევდოსი მეფე წარვიდა მეოტი გზასა დასავლისასა“

აღნიშნულ წყაროზე დაყრდნობით ივანე ჯავახიშვილი ვარაუდობდა, რომ ეს დასახლებული ადგილი უნდა ყოფილიყო ქართლში, მაგრამ მან მისი ადგილმდებარეობის გარკვევა ვერ შეძლო.

კუერცხობი XVII საუკუნის ბოლოდან მარტიროზიშვილების სამფლობელო ყოფილა. 1685 წელს გიორგი XI შანშეან მარტიროზიშვილს, სამეფო კარის მდივანს და მის შვილებს უბრუნებს თავის კუთვნილ მიწებს:

„შეგიწყალეთ და მოგიბოძეთ ისევ თქვენი მკვიდრი და ნასყიდი სოფელი ნაბახტევი... კვერცხობითა“.

კვერცხობზე მეტი ისტორიული მასალა აღარ მოიპოვება. ამჟამად ნასოფლარის მიმდებარე ტერიტორიაზე შემორჩენილია კვერცხობის ეკლესია.


მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი
თემი  
კოორდინატები  
პირველი ხსენება  
ადრეული სახელები  
ცენტრის სიმაღლე  
ფართობი  
მოსახლეობა 0 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა  
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი