ადრეული სახელი ძველი მირზაანი - ყოფილი დაბა (1945-1989) საქართველოში, დედოფლისწყაროს რაიონში, მდებარეობს ისტორიულ ქიზიყში, ივრის ზეგანზე, ზღვის დონიდან 760 მეტრზე. დედოფლისწყაროდან დაშორებულია 15 კილომეტრით. მოიპოვებენ ნავთობს. დაბასთან არის მირზაანის ნავთობის საბადო.
hava
დაბა მირზაანში ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 10,1°, იანვრის საშუალო ტემპერატურაა -1,5°, აგვისტოსი - 21,7°; აბსოლუტური მინიმუმია -26°, ხოლო მაქსიმუმი - 35°. ნალექები 650 მმ წელიწადში.
demografia
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში არავინ ცხოვრობს.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი |
1939 |
1016 |
|
|
1970 |
91 |
|
|
1979 |
53 |
|
|
1989 |
0 |
0 |
0 |
2014 |
0 |
0 |
0 |
|