istoriuli soflebi  
  
 
 

mTadekeuli
ნასოფლარი აღმოსავლეთ საქართველოში, გორის მუნიციპალიტეტში. შედიოდა საყავრის თემში. მდებარეობს მდინარე თეძმის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1480 მ. აქ ჩამოსახლებული ყოფილან გუდამაყრელები: ბექაურები (XIX ს. შუა ხანებში და 1870 წ.) და წიკლაურები, აგრეთვე ჭართლელები გიგაურები. ცნობილია, რომ მნიშვნელოვნად დაზიანდა („სრულიად გაფუჭებულია და მოსპობილია“) 1923 წლის ივნისის სტიქიური მოვლენების დროს. მაშინდელი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ სოფელში ცხოვრობდა 96 სული. 1940 წელს გორის რაიონში არსებული სოფლების სიის მიხედვით, აქ ცხოვრობდა 12 კომლი. მოგვიანებით სოფელი მთლიანად დაიცალა. მის ცენტრში დგას IX საუკუნის წმ. გიორგის ეკლესია.

demografia

წელი მოსახლეობა ეროვნება კომლი
1908 41 ოსები  
1911 41 ოსები  
1923 93    
1926 64 ქართველები (100 %) 10

მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი გორის მუნიციპალიტეტი
თემი საყავრე
კოორდინატები 41°48`14″ ჩ. გ. 44°10`30″ ა. გ.
პირველი ხსენება  
ადრეული სახელები  
ცენტრის სიმაღლე 1480 მ
ფართობი  
მოსახლეობა 0 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები (100 %, 1926)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი