istoriuli soflebi  
  
 
 

nikorTi
ნასოფლარი საქართველოში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, მდინარე ტილიანას აუზში, სოფელ ოსიაურის ჩრდილოეთით.

ნასოფლარი ნიკორთი შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე ტილიანას აუზში, ოსიაურის ჩრდილოეთით მდებარეობს. ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები ამ სოფელს არ იცნობენ, ის არც სხვა ისტორიულ და ეკონომიკური ხასიათის ძეგლებში გვხვდება.

1930 წლის 15 ნოემბრისთვის აქ ცხოვრობდა 21 კომლი, სულ 96 კაცი. მოსახლეობა, ეროვნული შემადგენლობის თვალსაზრისით მთლიანად ქართულია. ნიკორთში სახლობდნენ გვარები: გელაშვილი, გორგაძე, გოგოლაძე, ბუხრიკიძე, კურტანიძე.

XX საუკუნის 40–იან წლებში მოსახლეობა გადაასახლეს ახალციხის მხარეში და სოფელი მოიშალა.

ნასოფლარ ნიკორთის ტერიტორიაზე მდებარეობს ნიკორთის ღვთისმშობლის შობის ეკლესია.


მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი
თემი  
კოორდინატები  
პირველი ხსენება  
ადრეული სახელები  
ცენტრის სიმაღლე  
ფართობი  
მოსახლეობა 0 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა  
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი