|
|
ninisi |
ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მდებარეობდა ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ჭერათხევის ხეობაში, ულუმბისწყლის მარჯვენა შენაკადის, ნინისისწყლის ზემო წელში.
ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები ნინისს არ იცნობენ, არც ქართულ ისტორიულ და ეკონომიკური ხასიათის ძეგლებში გვხვდება.
1886 წლის აღწერით, აქ 3 კომლი მოსახლეა (16 კაცი და 20 ქალი, სულ 36 კაცი). მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა მთლიანად ქართულია. მოსახლეობა XX საუკუნის 50-იან წლებში დაბა სურამში ჩაასახლეს და სოფელმა არსებობა შეწყვიტა. აქ სახლობდნენ გვარები: დევაძე, ხარაიშვილი და კურტანიძე.
|
| |
მხარე |
შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი |
ხაშურის მუნიციპალიტეტი |
თემი |
|
კოორდინატები |
|
პირველი ხსენება |
|
ადრეული სახელები |
|
ცენტრის სიმაღლე |
|
ფართობი |
|
მოსახლეობა |
0 კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
|
სასაათო სარტყელი |
UTC+4 |
სატელეფონო კოდი |
+995 |
საფოსტო ინდექსი |
|
|
|