|
|
nuli |
ნასოფლარი საქართველოში, თიღვის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (ნული, არკნეთი). მდებარეობს მდინარე აღმოსავლეთის ფრონის (მტკვრის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 840 მეტრი, ყორნისიდან 18 კილომეტრი, ცხინვალიდან 12 კმ.
istoria
სოფელი მოხსენიებულია იოანე ბაგრატიონის 1794-99 წლების აღწერაში. საბჭოთა პერიოდში 1991 წლამდე ნული შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ზნაურის რაიონში. რუსეთ-საქართველოს ომის დროს ნული სოფელ ავნევთან ერთად ოსი სეპარატისტებისა და რუსული არმიის ერთ-ერთი პირველი სამიზნე გახდა. დაბომბვის შედეგად სოფელი მთლიანად განადგურდა. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის მიერ და დე-ფაქტო აკონტროლებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული დაყოფით შედის ზნაურის რაიონში, ყორნისის თემში.
mosaxleoba
1804 წლისთვის ნულში ცხოვრობდა 18 კომლი გლეხი. ისინი ბაგრატიონ დავითიშვილებს ეკუთვნოდნენ.
|
| |
მხარე |
სამხრეთ ოსეთი |
მუნიციპალიტეტი |
თიღვის მუნიციპალიტეტი |
თემი |
ქარჩოხა |
კოორდინატები |
42°12`22″ ჩ. გ. 43°51`22` ა. გ. |
ადრეული სახელები |
|
ცენტრის სიმაღლე |
840 მ |
ფართობი |
|
მოსახლეობა |
|
ეროვნული შემადგენლობა |
|
სასაათო სარტყელი |
UTC+4 |
სატელეფონო კოდი |
+995 |
საფოსტო ინდექსი |
|
|
|