istoriuli soflebi  
  
 
 

qilda
ნასოფლარი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სამცხე-ჯავახეთის მხარე. ნასოფლარი მდებარეობს ახალქალაქის პლატოზე, კუმურდოდან 7 კმ-ში, ზღვის დონიდან დაახლოებით 1688 მეტრზე. ნასოფლარად იქცა 1944 წელს, ქილდის მოსახლეობა გადასახლდა ახლოს მდებარე სოფელ ოკამში. ქილდის მეზობელი, უახლოესი სოფლებია: კუმურდო, თმოგვი, ნაქალაქევი.

ნასოფლარში შემორჩენილია X საუკუნის წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესიის ნანგრევები. აქვეა მეგალითური ციხის ნაშთები, მენჰირები, დარანთა სისტემა და შუასაუკუნოვანი ნასახლარები. სოფელში გასული საუკუნის 50-იან წლებამდე სახლობდნენ შემდეგი გვარები: ალელიშვილები, მაღრაძეები, გეგიძეები, ნადირაძეები, მაისურაძეები, ოქროაძეები, ხუციშვილები, მიქელაძეები, სამადაძეები, ხარშილაძეები, კუჭაიძეები, გოგოლაძეები და სხვ.


მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
თემი  
კოორდინატები  
პირველი ხსენება  
ადრეული სახელები  
ცენტრის სიმაღლე  
ფართობი  
მოსახლეობა 0 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა  
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი