istoriuli soflebi  
  
 
 

saTibebi

ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მდებარეობდა თრიალეთის ქედზე. შედიოდა ისტორიულ საციციანოში.

ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები მას არ იცნობენ, არც ქართულ ისტორიულ და ეკონომიკური ხასიათის დოკუმენტებში გვხვდება.

1886 წლის აღწერით, აქ 10 კომლია (50 კაცი და 41 ქალი, სულ 91 კაცი), მოსახლეობა, ეროვნული შემადგენლობის თვალსაზრისით, მთლიანად ოსურია.

1925 წლისათვის სათიბებში 25 კომლი მოსახლეა. აქ მხოლოდ ერთი გვარის წარმომადგენლები - თიგიშვილები ცხოვრობდნენ, რომლებიც XX საუკუნის 50-იან წლებში სოფელ ცხრამუხაში ჩაასახლეს და სოფელმაც არსებობა შეწყვიტა.


მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი
თემი  
კოორდინატები  
პირველი ხსენება  
ადრეული სახელები  
ცენტრის სიმაღლე  
ფართობი  
მოსახლეობა 0 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა  
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი