istoriuli soflebi  
  
 
 

tagnageTi
ისტორიული სოფელი საქართველოში, ქვემო ქართლში (ალგეთის ხეობაში), ახლანდელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ამჟამად ნასოფლარია, შემორჩენილია გვიანი შუასაუკუნეების არქიტექტურული კომპლექსის ნანგრევები, რომლებიც მდებარეობს დღევანდელ სოფ. ერტისსა და ღოუბანს შორის, მათ ჩრდილოეთით, კოჯრის მთის კალთაზე.

ტაგნაგეთი იხსენიება ვახუშტი ბატონიშვილის („აღწერა სამეფოსა საქართველოსა“) და იოანე ბატონიშვილის („ქართლ-კახეთის აღწერა“) ნაშრომებში, XVI-XVIII საუკუნეების ისტორიული საბუთებში. 1721 წლის აღწერით სოფელში ითვლებოდა 2 მებატონე სოლოღაშვილები, 1 მემამულე აზნაური ტუსაშვილი, 2 უყმო აზნაური, 12 გამომღები და 10 ბოგანო ყმა.

tagnageTis kompleqsi

ტაგნაგეთის კომპლექსი მოიცავს თავდაცვით კოშკს, კარის ეკლესიას, საცხოვრებელ ნაგებობებს. საცხოვრებელი ნაგებობებიდან მხოლოდ ფრაგმენტებია დარჩენილი.

ტაგნაგეთი კოშკი რვასართულიანი ოთხკუთა ნაგებობაა. ნაგებია ადგილობრივი რუხი ფერის ფლეთილი ქვით კირ-დუღაბზე, შიგადაშიგ გამოყენებულია აგური. სართულები ერთმანეთს ხის კიბით უკავშირდება. კარი გაჭრილია პირველი სართულის სამხრეთ-დასავლეთ კედელში, შესასვლელი თაღოვანია. ამავე კედლის სამხრეთ-დასავლეთ კედელში ჩატანებულია კერამიკული მილი. სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზე ყოფილა მოწყობილი, მთლიანად მხოლოდ VII სართულის იატაკია შემორჩენილი. მეორე სართულზე ბუხარი იყო მოწყობილი, მეოთხეზე კი აივანზე გასასვლელი. სათოფურების კონსტრუქცია სხვადასხვაგვარია.

კოშკის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს დარბაზული ეკლესია (9,80 X 5,90 მ.). ისიც ადგილობრივი რუხი ფერის ფლეთილი ქვითა და აგურითაა ნაგები. აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. ტაძრის გადახურვა წყვილ პილასტრს ეყრდნობოდა, თუმცა კამარა ამჟამად სრულად ჩამონგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ კონქის მცირე ნაწილი. ნაგებობას სამხრეთიდან აქვს ერთადერთი თაღოვანი შესასვლელი.


მხარე ქვემო ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
თემი  
კოორდინატები 41°37`21″ ჩ. გ. 44°42`44″ ა. გ.
პირველი ხსენება  
ადრეული სახელები  
ცენტრის სიმაღლე  
ფართობი  
მოსახლეობა 0 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა  
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი