istoriuli soflebi  
  
 
 

Tergvisi
ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მდებარეობდა ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდ. ტილიანას აუზში.

ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები ამ სოფელს არ იცნობენ. ისტორიულ დოკუმენტებში XVIII საუკუნის 80-იანი წლებიდან გვხვდება დერგვისის ფორმით. 1782 წლის ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით, რომელიც სოფელ ნაბახტევის აღწერას წარმოადგენს, დერგვისში მდებარეობს ფაფაკერაშვილის მიწის ნაკვეთი. დოკუმენტში ნათქვამია:

„დერგვისში ფაფაკერაშვილის მიწა თავი ოთარისშვილის მიწის მიდგმამდინ, ოლეც დგას თავში. ბოლო დერგვისის წყარომდინ, მეორე გვერდი აკოფასშვილის მიწის მიდგმამდინ, მეორე გვერდი ხარატიშვილის მიწამდინ.“

დოკუმენტით არ ჩანს, რომ ამ დროს დერგვისი (თერგვისი) დასახლებული პუნქტია.

XX საუკუნის 40-იან წლებში მოსახლეობა გადაასახლეს ახალციხის მხარეში და სოფელიც მოიშალა. აქ სახლობდნენ გვარები: გელაშვილი, გოგალაძე, ლომიძე, ტეფნაძე, ღამბაშიძე...


მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი
თემი  
კოორდინატები  
პირველი ხსენება  
ადრეული სახელები  
ცენტრის სიმაღლე  
ფართობი  
მოსახლეობა 0 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა  
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი