ნასოფლარი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (სიონის თემი), მდებარეობს მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 2120 მეტრი, სტეფანწმინდიდან 8 კილომეტრი.
istoria
XVII საუკუნიდან თოთი მიმდებარე ტერიტორიებითურთ ღუდუშაურთა გვარის კუთნილება გახდა. ამავე საუკუნის დასაწყისში, ქვეყნის ძნელბედობის ჟამს, ქართული მოსახლეობის შემცირების გამო არაგვის ერისთავთა მოურავმა შიოლა ღუდუშაურმა თოთში ჩამოასახლა ხულელიძეები, წიკლაურები, ავსაჯანიშვილები, სალბიევები და მირაქოვები. მალე სოფელზე თავისი უფლებები გაავრცელეს ყაზბეგებმა. გვიანდელ შუა საუკუნეებში სოფლის მოსახლეობას გარკვეული გამოსახებები ეკისრებოდა ჯერ ღუდუშაურების, ხოლო მერე ყაზბეგის სასარგებლოდ. სოფელო საკმაოდ მიუდგომელია, ეს მტერთაგან თავდაცვის ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა. სოფელს ჰქონდა თავისი სახიზარ-გამოქვაბულებიც, რომლებსაც ,,დევის ქოხს’’ ანუ ,,დევთ ქობს’’ უწოდებდნენ. თოთი გრძელი გვირაბით უკავშირდება სოფელ გაიბოტენს. სოფლის მიდამოებში ყრია დიდი ოთხკუთხა ლოდები. აქ ოსებს თავისი სალოცავი ,,ვაჩილაი’’ ჰქონდათ. სოფელთან მოიპოვებოდა თიხა, მისდევდნენ მესაქონლეობას. მიუდგომელი მდებარეობის გამო XIX საუკუნის II ნახევარში და განსაკუთრებით XX საუკუნეში, სოფელი დაიცალა. დღეისთვის იქ რამდენიმე კომლიღა ცხოვრობს.
demografia
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში უკვე აღარავინ ცხოვრობს.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი |
1926 |
130 |
56 |
74 |
2002 |
0 |
0 |
0 |
2014 |
0 |
0 |
0 |
|