istoriuli soflebi  
  
 
 

uzunTa
ნასოფლარი საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მდინარე ჯრუჭულას აუზში, მის მარჯვენა შენაკადების - ფასკნარასა და წყალფენილას ხეობაში, სოფელ ცხომარეთის ჩრდილოეთით, ტერასებზე. დღეისათვის სოფელში მოსახლეობა დაბრუნდა. მისდევენ მემცენარეობას და მეცხოველეობას. მოჰყავთ სიმინდი, ლობიო, გაშენებულია ვენახიც, ძირითადი ყურძნის ჯიშებია: ძელშავი, ადესა, ქვიშხური.

უზუნთის ზედა ნაწილში მდინარე ქამუშაძის ღელეზე, რომელიც წარმოადგენს მდინარე ფასკნარას აუზს, გაშენებულია ხელოვნური წყალსაცავი, რომლის სიგრძე 160 მეტრს, სიგანე - 110 მეტრს, ხოლო მაქსიმალური სიღრმე 3 მეტრს შეადგენს, ხელოვნურ წყალსაცავს „ქამუშაძის ტბა“ ეწოდება.


მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საჩხერის მუნიციპალიტეტი
თემი  
კოორდინატები  
ადრეული სახელები  
ცენტრის სიმაღლე  
ფართობი  
მოსახლეობა 0 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა  
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი