istoriuli soflebi  
  
 
 

vakepantebi
ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მდებარეობდა თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.

ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები ვაკეპანტებს არ იცნობენ, არც ქართულ ისტორიულ და ეკონომიკური ხასიათის ძეგლებში გვხვდება. შედიოდა ისტორიულ საციციანოში.

1886 წლის აღწერით, აქ 4 კომლი მოსახლეა (19 კაცი და 29 ქალი, სულ 48 კაცი), ძირითადად ქართველები, რომლებიც დასავლეთ საქართველოდან - იმერეთიდან იყვნენ გადასულები.

1908 წლის მონაცემებით შედიოდა გორის მაზრის ქარელის უბანში, მოსახლეობა შეადგენდა 34 ადამიანს, ქართველებს. ხოლო 1911 წელს 54 ადამიანს.


მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი
თემი  
კოორდინატები 41°58`00″ ჩ. გ. 43°43`00″ ა. გ.
პირველი ხსენება  
ადრეული სახელები  
ცენტრის სიმაღლე  
ფართობი  
მოსახლეობა 0 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა  
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი