istoriuli soflebi  
  
 
 

wvimoeTi
ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მდებარეობდა თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ამჟამად სოფელ ხცისის ერთ-ერთი უბანი. შედიოდა ისტორიულ საციციანოში.

ისტორიულ დოკუმენტებში გვხვდება წვიმეთის ფორმით. ასეთივე ფორმით დაუტანია ვახუშტი ბატონიშვილს რუკაზე, იგი ამავე სახელით აღუნიშნავს თავის „აღწერაში“ იოანე ბატონიშვილს, რომელიც აქ მოსახლეობას არ აფიქსირებს.

1728 წელს აქ 18 კომლი სახლობს, რომლებიც იხდიან ყველა საოსმალო გადასახადს 8050 ახჩის ოდენობით.

XVIII საუკუნის 40-იან წლებში ციციშვილებს შორის ამტყდარი შინააშლილობის დროს წვიმოეთი დიდად დაზარალებულა. მერალიბეგ ციციშვილის არზიდან ჩანს, რომ სოფელმა ამ პერიოდში სამჯერ განიცადა აოხრება, მასთან ერთად ხცისმაც. არზაში ნათქვამია:

„კიდევ მეორეთ მოუხდა წვიმეთს და ხცისს კიკნაძეებითა და ამაშუკელებით დავით, ტყვე წაიყვანა ოცდარვა. ორი სოფლის საქონელი სულ წაიღო ღვინო, პური, სახლის ევეჯეულობა, სახლები კი დაწვ.“

იმავე დოკუმენტში აღნიშნულია:

„კიდევ წვიმეთს აიკლეს და გაყიდეს ქვრივიშვილი სულ სამი, თავის საქონლით და სახლის ავეჯეულობით.“

წვიმოეთი, როგორც დამოუკიდებელი ერთეული, XIX საუკუნეშიც განაგრძობს არსებობას. 1865 წლის აღწერით, წვიმოეთში 3 კომლი გლეხი სახლობს (2 სახელმწიფო და 1 დროებით ვალდებული), 1886 წლის აღწერით, მოსახლეობა საგრძნობლად გაზრდილია. აქ უკვე 20 კომლი მოსახლეა (59 კაცი და 67 ქალი, სულ 126 კაცი). ეროვნული შემადგენლობის თვალსაზრისით, მოსახლეობა მთლიანად ქართულია.

მოგვიანებით, XX საუკუნის 10-იანი წლებიდან, წვიმოეთი სოფელ ხცისის ერთ-ერთ უბნად გადაიქცა.

RirSesaniSnaoba

 


მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი
თემი  
კოორდინატები  
პირველი ხსენება  
ადრეული სახელები  
ცენტრის სიმაღლე  
ფართობი  
მოსახლეობა 0 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა  
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი