ადრეული სახელი ზაქაგორი - ნასოფლარი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ხევში, თრუსოს ხეობაში, მდინარეების თერგისა და სუათისის შესართავთან, მაღალ, ძნელად მისადგომ მთაზე. შუა საუკუნეებში უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა თრუსოს ხეობის სათავდაცვო სისტემაში.
istoria
სოფელი სამეფო ხელისუფლების საკუთრება იყო მაგრამ არაგვისა და ქსნის ერისთავებმა მისი მისაკუთრება სცადეს XIV-XVII საუკუნეებში. ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში, სოფელი შედიოდა მნის სამოურავოში. XIX საუკუნეში დაიწყო ქართული მოსახლეობის წილის შემცირება და სოფელში იმატეს ოსებმა, საბოლოოდ აქ ფეხი ვერც ოსებმა მოიკიდეს XX საუკუნის 30-იან წლებში აქ მხოლოდ ოსების შვიდი ოჯახიღა ცხოვრობდა. ამავე საუკუნის 50-იან წლებში ისინიც აიყარნენ და ზაკაგორი ნასოფლარად იქცა. სოფლის საცხოვრებელი ბირთვი XIII-XIV საუკუნეებს განეკუთვნება, ხოლო კოშკები XVII საუკუნეში უნდა იყოს აგებული.
soflis gegma da struqtura
ნასოფლარი ერთიანი გეგმარებითი სისტემაა. შედგება ხუთი საცხოვრებელი უბნის, ერთი კოშკურა სახლის და ორი სათავდაცვო კოშკისგან. მეორე, მესამე და მეოთხე უბნებს შორის მოქცეულია დიდი მოედანი, მის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში კოშკურა სახლი დგას, ხოლო სამხრეთისა და ჩრდილოეთით კოშკები, ეს სათავდაცვო ნაგებობები საცხოვრებელი სახლებისგან განსხვავებით ნაგებია ნატეხი ქვებით.
koSkura saxli
გეგმით კვადრატულია (7,5x7 მ), შემორჩენილია პირველი სართული და მეორე სართულის კედლების მცირე ნაწილი. შესასვლელი დასავლეთიდანაა მიწიდან დაახლოებით სამ მეტრზე. კარი თაღოვანია. პირველ სართულზე სამი სათოფური და ორი ნიშია. მასზე დასავლეთიდან მიშენებულია საცხოვრებელი სახლი, რომლის მეორე სართულიდანაც შესაძლებელი იყო კოშკურა სახლსი მოხვედრა.
samxreT koSki
გეგმით კავადრატულია (6,7x6,7 მ), ხუთსართულიანი (სიმაღლე 9,5 მ) და ზემოთკენ თანდათან ვიწროვდება. კოშკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი თითქმის დანგრეაულია. შესასვლელი დასავლეთიდანაა პირველი სართულის დონეზე, მიწიდან 3 მეტრზე. შემორჩენილ კედლებში პირველ სართულზე სამი სათოფურია, მეორეზე ორი და მესამეზე ერთი.
CrdiloeT koSki
კოშკი გეგმით ტრაპეციის ფორმისაა, შემორჩენილია 5 სართულის სიმარლე (13 მ), თაღოვანი კარი სამხრეთითაა გაჭრილი მეორე სართულის დონეზე. პირველი სართულის აღმოსავლეთ კედელში ორი ვიწრო სათოფურია, ორ-ორი სათოფურებია ასევე დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში, ხოლო მესამე და მეოთხე სართულზე ყველა კედელში. მეხუთე კედელი დაბალია აქ ყოველ კედელში სამ-სამი სათოფურია.
sacxovrebeli saxli
ძირითადად ორსართულიანებია, ნაგებია ნატეხი ქვით, სართულშუა გადახურვა თითქმის არსადაა შემორჩენილი, პირველ სართულებს სამეურნეო დანიშნულება ჰქონდა, შედარებით დაბალი და ნაკლებად განათებული. შესასვლელები ვიწრო და დაბალია. მცირე საკმლები გარედან ტანაბრადაა შევიწროებული. მეორე სართული საცხოვრებელია, კარები აქ შედარებით დიდი და ფართოა ვიდრე პირველ სართულზე. თითქმის ყველა სათავსოში ორი ან სამი ოთხკუთხა სარკმელია. სახლებზე გარედან მიდგმულია მეორე სართულზე ასასვლელი ქვის მასიური კიბე.
|