adigenis municipaliteti  
  
 
 
 

abasTumani
სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში, ვარხანის თემში. მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ოცხეს მარცხენა აპირზე, ზღვის დონიდან 1160 მეტრზე. ადიგენიდან დაშორებულია 18 კილომეტრით.

საეკლესიო-ადმინისტრაციული დაყოფით სოფელი აბასთუმანი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიას.

demografia

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 256 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 371 181 190
2014 256 133 123

istoria

სახელწოდება აბასთუმანი, სახეცვლილი ფორმა „აბასთუბნისა“, წარმომდგარი უნდა იყოს ამ სოფელში მცხოვრებ აბასაძეთა (აბაზასძეთა) საგვარეულო სახელისაგან. სოფელი აბასთუმანი დადასტურებულია „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ (XVI საუკუნის მიწურული). ოსმალური ადმინისტრაციული დაყოფით აბასთუმანი ახალციხის ლივის ოცხის ნაჰიეში შედიოდა. 1829 წელს დაუბრუნდა საქართველოს.

RirSesaniSnaobebi

  • აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია
  • XIX საუკუნის აბასთუმნის პარკი
  • ეკლესია „ახალი ზარზმა“ (1899-1902)
  • „თამარის ციხე“ (IX‐XI სს.)
  • „მელნისის ციხე“ (განვით. შუა საუკუნეები)
  • „თამარის ხიდი“ მდინარე ოცხეზე (IX‐XI სს.)
  • სამონასტრო კომპლექსი (განვით. შუა საუკუნეები)
  • „მახვილოს ციხე“ (განვით. შუა საუკუნეები)
  • ეკლესია (XIX საუკუნე)

saintereso faqtebi

აბასთუმანი. გიორგი ალექსანდრეს ძის სასახლე. დაახლ. 1891.
  • კურორტ აბასთუმანში მდებარე წმინდა პანტელეიმონ მკურნალის დედათა მონასტერს 2008 წლის 12 მარტს ხანძარი გაუჩნდა. მონასტერი განთავსებული იყო რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ძმის, უფლისწულ გიორგის მიერ აგებულ XIX საუკუნის ხის სასახლეში. გიორგი თავად ცხოვრობდა ამ სასახლეში რამდენიმე წლის განმავლობაში და აქვე გარდაიცვალა 1899 წლის 28 ივნისს. ცეცხლი შენობის სახურავს და მონასტრის მიმდებარე ტერიტორიას უცებ მოედო. ხანძარი იმდენად დიდი იყო და ისე სწრაფად გავრცელდა, რომ საშიშროება შეექმნა დასახლებულ პუნქტს. ადიგენისა და ახალციხის სახანძრო სამსახურმა მოახერხა ხანძრის ლოკალიზება; მათთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობა ცდილობდა, საკუთარი ძალებითაც დახმარებოდა მეხანძრეებს. ხანძრის შედეგად მონასტრის უმეტესი ნაწილი სრულიად დაიწვა. ხანძრის გაჩენის მიზეზი, როგორც ვარაუდობენ, ძველი ბუხრის დაზიანებული ყელი უნდა ყოფილიყო.
  • 2009 წლის ივნისში, აბასთუმანში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიაში სარესტავრაციო სამუშაოების დროს შუასაუკუნეების უნიკალური ფრესკა აღმოჩნდა, რომელიც XIV საუკუნით თარიღდება. სპეციალისტებმა, ტაძრის დასავლეთ ნაწილის აღდგენისას აღმოაჩინეს კედლის მხატვრობა, რომელზედაც გამოსახულია მაცხოვრის ნათლობის სცენა, ღვთისმშობელი, მეუდაბნოე მამები და საშინელი სამსჯავრო. ტაძრის აღდგენის სარესტავრაციო სამუშაოები 2008 წელს დაიწყო.
 

 

foto galerea abasTumani

foto galerea aRobili

foto galerea meore ubani

foto galerea roSka (parki)

foto galerea Zveli abasTumani

მხარე სამცხე-ჯავახეთი
მუნიციპალიტეტი ადიგენის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°42`20″ ჩ. გ. 42°50`35″ ა. გ.
ცენტრის სიმაღლე 1160 მ.
თემი ვარხანი
მოსახლეობა 256 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა
ქართველები 85,2 %
სომხები 10,2 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995

 

 

ადიგენის დროშა ადიგენის გერბი