adigenis municipaliteti  
  
 
 
 
 
 

amxeri

სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში, ლელოვანის თემში. მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ქვაბლიანის ხეობაში, ზღვის დონიდან 1200 მეტრზე. ადიგენიდან დაშორებულია 6 კილომეტრით. სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების ეკლესიის ნანგრევები.

istoria

ამხერი მდებარეობს ისტორიულ სამცხეში. წერილობით წყაროებსა და ძველ რუკებზე შემორჩენილია სოფლის თავდაპირველი სახელი ავხერი. დასახლების სიძველეზე მიუთითებს მთის ფერდობზე ნაპოვნი კერამიკული სადგარი (ძვ. წ. III ათასწლეული). თხემზე შემორჩენილია ნაციხარის კედლები, რომელიც ნაგებია მშრალი წყობითა და კირხსნარით. აქ აკრეფილი კერამიკა ადასტურებს, რომ ეს წინაფეოდალური სიმაგრე მოქმედებდა ადრინდელ ფეოდალურ ხანაშიც. ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთით განვითარებული ფეოდალიზმის ხანის ეკლესიის ნანგრევებია. ეკლესიის ირგვლივ ჩანს სასაფლაოსა და გალავნის ნაშთები. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ მიხედვით XVI საუკუნის ბოლოს ამხერი შედიოდა ახალციხის ლივის უდის რაიონში და იყო ათკომლიანი სოფელი, სადაც განვითარებული იყო მეფუტკრეობა, მეცხვარეობა, მემინდვრეობა. ამხერის მკვიდრი მაჰმადიანი ქართველები (მესხები) 1944 წელს შუა აზიაში გაასახლეს. სოფელი აღდგა 1987 წლიდან, ამჟამად ამხერში ცხოვრობს ხულოს მუნიციპალიტეტიდან ჩამოსახლებული მოსახლეობა. შემორჩენილია შედარებით გვიანდელი პერიოდის მაჰმადიანური მეჩეთი.

demografia

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 97 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 100 51 49
2014 97 55 42

 


მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ადიგენის მუნიციპალიტეტი
თემი არალი
კოორდინატები 41°38`41″ ჩ. გ. 42°43`37″ ა. გ.
პირველი ხსენება
XVI საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 1120 მ
მოსახლეობა 1324 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99 %
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები, კათოლიკეები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995

 

 

ადიგენის დროშა ადიგენის გერბი