adigenis municipaliteti  
  
 
 
 
 
 

arali

სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: არალი, წარბასთუმანი). მდებარეობს მდინარე ქვაბლიანის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 1120 მეტრზე. ადიგენიდან დაშორებულია 12 კილომეტრით. სოფელში დგას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები: ადრეული შუა საუკუნეების სტელა, შუა საუკუნეების კათოლიკური ეკლესია და გვიანდელი შუა საუკუნეების ეკლესია.

demografia

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1324 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 1850 893 957
2014 1324 665 659

 


მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ადიგენის მუნიციპალიტეტი
თემი არალი
კოორდინატები 41°37`56` ჩ. გ. 42°49`27` ა. გ.
პირველი ხსენება
XVI საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 1120 მ
მოსახლეობა 1324 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99 %
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები, კათოლიკეები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995

 

 

ადიგენის დროშა ადიგენის გერბი