adigenis municipaliteti  
  
 
 
 
 
 

gomaro

სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში (ზანავის ადმინისტრაციული ერთეული).

მდებარეობს ახალციხის ქვაბულში, მდინარე ქვაბლიანის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1560 მეტრზე. ადიგენიდან დაშორებულია 6 კილომეტრით, ახალციხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) - 36 კმ–ით.

istoria

სოფელში შემორჩენილია ძველი ეკლესიის სამხრეთ კედლის ნაშთი - დიდი ქვების ცოკოლზე შეყენებული და გარედან დამუშავებული სამი დიდი ლოდი. ადგილობრივთა გადმოცემით, ეკლესიის ქვები მშენებლობებზე გაუზიდავთ, ხოლო ერთი ჯვრიანი ქვა სოფლის წყლის სათავის აუზთან აუტანიათ. ნაეკლესიარიდან 20 მ-ზე გდია 1 მ სიმაღლის ლოდი. მას შუაში რელიეფური ზოლი დაუყვება. იგი შესაძლოა ჯვრის ქვედა ნაწილი იყოს.

1595 წლის „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ მიხედვით ამ სოფელს გომაროტი ერქვა და ახალციხის ლივის უდის ნაჰიეს (რ-ნი) ეკუთვნოდა. ცხოვრობდა 3 კომლი ქართველი: ქიტია მათიასძე, ხუდა გოგიჩასძე, ლაშქარა ხარებასძე. მათ მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, ფეტვი, მუხუდო, ოსპი, ცერცვი; ჰქონდათ ბოსტნები, ჰყავდათ ცხვარი, ღორი, ფუტკარი. ყველა ამისათვის ისინი იხდიდნენ 7000 ახჩას ყოველწლიურად. 1705–1706 ახალციხის ლივის უდის ნაჰიეში შემავალი სოფ. გომაროდი ექვემდებარებოდა ვინმე სულეიმანს და იხდიდა 17 000 ახჩას. ჩანს, ამ დროისათვის იმატა მცხოვრებთა რაოდენობამ. ამჟამად აქ ცხოვრობენ უმეტესად აჭარიდან გადმოსახლებული: მიქელაძეები, ხოზრევანიძეები და ჯიმშელეიშვილები (იმერეთიდან).

demografia

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 406 ადამიანი

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 426 213 213
2014 406 213 193

 


მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ადიგენის მუნიციპალიტეტი
თემი ზანავი
კოორდინატები 41°42`16″ ჩ. გ. 42°44`23″ ა. გ.
ცენტრის სიმაღლე 1560 მ
მოსახლეობა 406 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,3 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995

 

 

ადიგენის დროშა ადიგენის გერბი