adigenis municipaliteti  
  
 
 
 
 
 

gorguli

სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: გორგული, ადიგენი, იმერთუბანი, იჯარეთი).

მდებარეობს ახალციხის ქვაბულის დასავლეთ ნაწილში, მდინარე ქვაბლიანის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1200 მეტრზე. ადიგენიდან დაშორებულია 1 კილომეტრით.

istoria

„გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ მიხედვით, 1595 წელს გორგული შედიოდა ახალციხის ლივის უდის ნაჰიეში (რაიონი). ცხოვრობდა სამი კომლი ქრისტიანი ქართველი: ვარძელ მარცვალასძე, გოგოჩა ძე მისი, პაპუნა ძმა მისი. გორგულში გაბრიელ აზნაურის მიწა მფლობელობაში ჰქონია მხედარს, სახელად ჰამზას. სოფელში მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, ფეტვი, ჰქონდათ ბოსტნები; ჰყოლიათ ცხვარი, ღორი, ფუტკარი. იხდიდნენ გადასახადს - წლიურად 4500 ახჩას. 1870 წელს გორგულში ხუთი კომლი ირიცხებოდა. ამჟამად იქ იმერეთიდან და აჭარიდან გადმოსული მოსახლეობა ცხოვრობს.

demografia

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 155 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 169 85 84
2014 155 75 80

 


მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ადიგენის მუნიციპალიტეტი
თემი გორგული
კოორდინატები 41°40`11″ ჩ. გ. 42°42`13″ ა. გ.
ცენტრის სიმაღლე 1200 მ
მოსახლეობა 155 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995

 

 

ადიგენის დროშა ადიგენის გერბი