adigenis municipaliteti  
  
 
 
 

moxe

სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: მოხე, ნამინაური, ციხისუბანი). მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ქვაბლიანის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1450 მეტრზე. დაბა ადიგენიდან დაშორებულია 13 კილომეტრით, ახალციხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 43 კილომეტრით.

istoria

1960-იან წლებში სოფელში დასახლდნენ ეკომიგრანტები მაღალმთიანი აჭარიდან. მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია. სოფელში დგას 1940 წელს აშენებული მეჩეთი. საბჭოთა პერიოდში მოხის სასოფლო საბჭოში შედიოდა ასევე სოფლები დერცელი და კიკიბო.

demografia

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 254 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 331 142 189
2014 254 128 126

 


მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ადიგენის მუნიციპალიტეტი
თემი მოხე
კოორდინატები 41°42`42″ ჩ. გ. 42°35`52″ ა. გ.
ცენტრის სიმაღლე 1450 მ
მოსახლეობა 254 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99.6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995

 

 

ადიგენის დროშა ადიგენის გერბი