adigenis municipaliteti  
  
 
 
 
 
 

qiqineTi

სოფელი საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, წახანის თემში. მდებარეობს ახალციხის ქვაბულში, მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1460 მეტრზე. დაბა ადიგენიდან დაშორებულია 23 კილომეტრით, ახალციხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 23 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 177 ადამიანი. საბჭოთა პერიოდში შედიოდა ვარხანის სასოფლო საბჭოში.

demografia

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 151 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 177 90 87
2014 151 77 74

ისტორიული ძეგლები

სოფელში დგას განვითარებული შუა საუკუნეების ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები, XVI საუკუნის „თამარის ციხე“, შუა საუკუნეების თუთაჯვარის და ჭიხელის ეკლესიების ნანგრევები, XIX საუკუნის მეჩეთი. მეჩეთი აშენებულია ჯაყელების მიერ. 1944 წელს მუსლიმების დეპორტაციის შემდეგ, მეჩეთი გამოიყენებოდა სოფლის კლუბად.

 


მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ადიგენის მუნიციპალიტეტი
თემი წახანი
კოორდინატები 41°42`13` ჩ. გ. 42°53`46` ა. გ.
ცენტრის სიმაღლე 1460 მ
მოსახლეობა 151 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,0 %
სომხები 1,3 %
რელიგიური შემადგენლობა ქრისტიანები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995

 

 

ადიგენის დროშა ადიგენის გერბი