adigenis municipaliteti  
  
 
 
 
 
 

ude

სოფელი საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: უდე, ზაზალო). მდებარეობს ახალციხის ქვაბულის სამხრეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1220 მეტრზე. დაბა ადიგენიდან დაშორებულია 14 კილომეტრით, ახალციხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 20 კილომეტრით.

istoria

ადამიანის ცხოვრების კვალი უდეში ქვის ხანიდან დასტურდება. მიკვლეულია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის (ჩვენს წ-მდე XII-XIII საუკუნეები) განძი - უდის განძი, რომელიც დაცულია ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმსა და სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმში.

თავდაპირველად დასახლება მდებარეობდა ამჟამინდელი სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ზეგანზე, ე.წ. „უდივლებზე“, თურქეთის საზღვრის პირას. „უდის ველი“ უძველესი ნასოფლარია, აქ არის გორსამარხები (ყორღანები), რომელიც შეიძლება მეოთხე ათასწლეულითაც დათარიღდეს. ისინი გარეგნულად ჰგავს მტკვრის ზემო წელში ნაპოვნ კამერიან ყორღანებს.

მოსახლეობის ჩამოსახლება დღევანდელი სოფლის ტერიტორიაზე მოხდა სასმელი წყლის, ეკონომიკური და გეოგრაფიული პირობების გამო. თანამედროვე სოფელი უდე ხევ-ღელეებით, გორაკ-ბორცვებით და გაუვალი ტყით ყოფილა დაფარული, რის გამოც სახელს „უდის ველი“ სიტყვა „ველი“ ჩამოშორდა.

საბჭოთა პერიოდში სოფელში განვითარებული იყო მეცხოველეობა, მებაღეობა, მეკატროფილეობა, მებოსტნეობა.

demografia

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2728 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 3505 1707 1798
2014 2728 1299 1429

RisSesaniSnaobebi

სოფელ უდესა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის უამრავი ძეგლია შემორჩენილი:

ღვთისმშობლის ეკლესია - XIV-XVI საუკუნეების
ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია - 1904-1912 წლების
შუა საუკუნეების პერიოდის რვა ეკლესიის ნანგრევები, მათ შორის „შუშან ქალის“, „წყისისა“ და „ხვანის“ ნაეკლესიარები
უდეს კათოლიკური ეკლესია
ბუზმარეთის ორი ეკლესია (აღდგენილია 1999 და 2007 წელს)
ხანდაკის შუა საუკუნეების ციხე-კოშკი

 

 

foto galerea

მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ადიგენის მუნიციპალიტეტი
თემი უდე
კოორდინატები 41°38`32` ჩ. გ. 42°47`38` ა. გ.
დაარსდა ქვის ხანა
ადრეული სახელები უდიველი
ცენტრის სიმაღლე 1220 მ
მოსახლეობა 2728 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,3 %, სომხები 0,4 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 366
საფოსტო ინდექსი 0300

 

 

ადიგენის დროშა ადიგენის გერბი