adigenis municipaliteti  
  
 
 
 

varxani

სოფელი საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ვარხანი, აბასთუმანი, ფარეხა, საღრძე). მდებარეობს მდინარე ოცხის მარცხენა მხარეს, ბენარა-ბაღდათის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 1130 მეტრზე, ახალციხიდან დაშორებულია 22 კილომეტრით, ადიგენიდან 17 კმ. სოფელში დგას XIX საუკუნის მეჩეთი. საბჭოთა პერიოდში ვარხანის სასოფლო საბჭოში აგრეთვე შედიოდა სოფლები ბენარა, ნაქურდევი, უნწა, ქიქინეთი, შორაველი, წახანი, წახნისწყარო, ხარჯამი, ხევაშენი. მოქმედებდა მებოსტნეობა-მერძევეობის მეურნეობა.

istoria

1595 წლის „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ მიხედვით ახალციხის ლივის ალთუნკალეს ნაჰიეს (რ-ნი) ეკუთვნოდა, სადაც ცხოვრობდა 25 კომლი ქართველი. იხდიდნენ 14 000 ახჩას. 1870 წელს ვარხანში 52 კომლი ცხოვრობდა. 1944 წელს აქ მცხოვრები მაჰმადიანი ქართველები შუა აზიაში გადაასახლეს, აქ კი მოსახლეობა იმერეთიდან გადმოიყვანეს.

mosaxleoba

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 671 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 814 375 439
2014 671 321 350

 


მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ადიგენის მუნიციპალიტეტი
თემი ვარხანი
კოორდინატები 41°41′28″ ჩ. გ. 42°50′25″ ა. გ.
ცენტრის სიმაღლე 1200 მ
მოსახლეობა 271 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99.3 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995

 

 

ადიგენის დროშა ადიგენის გერბი