adigenis municipaliteti  
  
 
 
 
 
 

zarzma

სოფელი საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, ზარზმის თემის ცენტრი (ზარზმა, უტყისუბანი). მდებარეობს მდინარე ქვაბლიანის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1340 მეტრზე. დაბა ადიგენიდან დაშორებულია 8 კილომეტრით, ახალციხიდან 38 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 394 ადამიანი. სოფელში დგას ქართული ხეროთმოძღვრების ძეგლი ზარზმის მონასტერი. სოფელთან არის XIV საუკუნის „თამარის წყარო“. საბჭოთა პერიოდში სოფელში მოქმედებდა ადიგენის მეცხოველეობისა და მემცენარეობის მეურნეობა, შედიოდა მლაშეს თემში.

demografia

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 321 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 394 190 204
2014 321 170 151

 


მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ადიგენის მუნიციპალიტეტი
თემი ზარზმა
კოორდინატები 41°42`26″ ჩ. გ. 42°38`13″ ა. გ.
ფართობი 2377 ჰა კმ²
ცენტრის სიმაღლე 1340 მ
მოსახლეობა 321 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99.7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995

 

 

ადიგენის დროშა ადიგენის გერბი