adigenis municipaliteti  
  
 
 
 
 
 

zazalo

სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში, უდის თემში. მდებარეობს ახალციხის ქვაბულის სამხრეთ ნაწილში, მდინარე ქვაბლიანის ხეობაში, ზღვის დონიდან 1480 მეტრზე. დაბა ადიგენიდან დაშორებულია 19 კილომეტრით. სოფელში არის შუა საუკუნეების ციხე და ნაეკლესიარი.

istoria

გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის მიხედვით 1595 წელს ახალციხის ლივის უდის ნაჰიეში შემავალ სოფელ ზაზალოში 4 კომლი ქართველი ცხოვრობდა. მათ მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, ფეტვი, მუხუდო, ოსპი, სელი, ბოსტნეული კულტურები. ჰყავდათ ღორი, ფუტკარი, ცხვარი და წლიურად იხდიდნენ 7500 ახჩას. 1944 წლამდე ზაზალოში გამაჰმადიანებული მესხები ცხოვრობდნენ. მათი ქართული გვარები იყო ამილახვარი და ბოჭორიძე. ისინი შუა აზიაში გადაასახლეს. 1982 წელს კი სოფელი ხელმეორედ დასახლდა. ამჟამად სოფელში უკვე უდელები ცხოვრობენ (15 კომლი).

demografia

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 35 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 63 32 31
2014 35 17 18

 


მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ადიგენის მუნიციპალიტეტი
თემი უდე
კოორდინატები 41°37`30″ ჩ. გ. 42°45`06″ ა. გ.
ცენტრის სიმაღლე 1480 მ
მოსახლეობა 35 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995

 

 

ადიგენის დროშა ადიგენის გერბი