adigenis municipaliteti  
  
 
 
 
 
 

zedubani
სოფელი საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, ზედუბნის თემში. მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ქვაბლიანის მარცხნივ, ზღვის დონიდან 1530 მეტრზე. ადიგენიდან დაშორებულია 18 კილომეტრით., ახალციხიდან 46 კმ. ზედუბანი იხსენიება XVI საუკუნის „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“. სოფელში არის შუა საუკუნეების ეკლესიის ნანგრევები. საბჭოთა პერიოდში შედიოდა ჭეჭლის სასოფლო საბჭოში, სოფელში მოქმედებდა მოხის მერძევეობა-მეცხოველეობის მეურნეობა.

demografia

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 110 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 116 62 54
2014 110 57 53

 


მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ადიგენის მუნიციპალიტეტი
თემი ზედუბანი
კოორდინატები 41°42`26″ ჩ. გ. 42°38`13″ ა. გ.
პირველი ხსენება XVI საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 1530 მ
მოსახლეობა 110 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,1 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995

 

 

ადიგენის დროშა ადიგენის გერბი