Header image  
   
  
 
 
 
 


savizRvispireTi kavkasiuri riveira

კავკასიური რივიერა (დასასვენებელი ადგილები) - მდებარეობს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, კავკასიის მთების ქვემოთ. კავკასიური რივიერა იწყება  რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკიდან და მთავრდება სარფში, საქართველოში. კავკასიური რივიერა 5 რეგიონად იყოფა, რომელთაგან 4 საქართველოში მდებარეობს და 1 რუსეთში. ეს რეგიონებია: აჭარა, გურია, სამეგრელო, აფხაზეთი და კრასნოდარის მხარე. კავკასიური რივიერის სიგრძე 600 კმ-ს შეადგენს, აქედან 350 კმ მდებარეობს რუსეთში, ხოლო 250 კმ საქართველოში. სანაპირო მდებარეობს იმავე განედში (42°-45° ჩ.გ.) რომლებშიც ლაჟვარდოვანი სანაპირო და იტალიური რივიერაა და მათთან მსგავსი კლიმატი აქვს.

istoria

კავკასიური რივიერა ანტიკური პერიოდიდან იყო დასახლებული, თუმცა ტურისტულ დესტინაციად გვიანი XIX საუკუნიდან გახდა, როდესაც მან დიდი პოპულარობა მოიპოვა რუს არისტოკრატებს შორის. საბჭოთა პერიოდში ეს რეგიონი მოიხსენიებოდა, როგორც საბჭოთა რივიერა. კავკასიური რივიერა თავისი თბილი კლიმატით, ქვიშიანი სანაპიროებითა და ულამაზესი ხედებით საბჭოთა პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული რეგიონი იყო, რომელიც დამსვენებლებს საბჭოთა კავშირის ყველა კუთხიდან იზიდავდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კავკასიურმა რივიერამ პოპულარობა შედარებით დაკარგა, რაც გამოწვეული იყო აფხაზეთის ომით და მთლიანად რეგიონში არსებული ეკონომიკური არასტაბილურობით, თუმცა კავკასიური რივიერა დღესაც ინარჩუნებს თავის პოტენციალს და ზაფხულობით ასიათასობით დამსვენებელს იზიდავს, განსაკუთრებით არსანიშნავია შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მიმდინარე ინფრასტრუქტურის განახლების პროცესები. ამ მხრივ დიდად აღნიშვნის ღირსია ბათუმის განახლება და 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა, რომელიც სოჭში გაიმართება.

ekonomika

რეგიონის ეკონომიკა ეფუძვნება ტურიზმს, სოფლის მეურნეობასა და ტრანსპორტს. ტურისტული სეზონი გრძელდება მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე. მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტებია აჭარა, აფხაზეთი და სოჭის რაიონი. ასევე ზღვისპირთან ახლოს აქ არის 3 სათხილამურო ზონა. სოფლის მეურნეობაც ასევე მნიშვნელოვანი ელემენტია აქაურ ეკონომიკაში, აქ შეხვდებით სხვადასხვა ბოსტნეულის, ხორბლეულისა და ხილეულის მრავალსახეობას. ასევე უნდა აღინიშნოს მეჩაიეობა, რომელიც კავკასიის რივიერის სამხრეთში ერთ-ერთი წამყვანი დარგია, კავკასია მსოფლიოში ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე რეგიონია სადაც ჩაი მოდის. ჩაი პირველად აქ 1885 წელს ბათუმთან ახლოს დარგეს და 1915 წლისთვის ჩაის ბაღების რაოდენობა უკვე 170-ს აღწევდა, რომელნიც 1000 ჰა მიწას ფარავდნენ. 1932 წლისთვის აქ იყო 19 სახელმწიფო პლანტაცია და 9 საწარმო, ხოლო ჩაის მოყვანის არელმა 25,500 ჰა შეადგინა. 1993 წელს საქართველომ ჩაის კულტურა დაახლოებით 56,000 ჰა მიწაზე დათესა და 70 საწარმო ყოველწლიურად 75 მლნ კილოგრამ ჩაის ამზადებს. შავ ზღვას მეორენაირად „მკვდარ ზღვასაც“ უწოდებენ, რადგან წყლის ზედაპირიდან 200 მეტრის ქვემოთ აქ სიცოცხლე აღარ არის, თუმცაღა ზღვაში სხადხვა სახეობის თევზები მაინც არის და მეთევზეობაც ეკონომიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ამ რეგიონში. ასევე აღსანიშნავია კავკასიის რივიერის რამდენიმე საზღვაო პორტი, ესენია: ბათუმის, ფოთის, სოხუმის, სოჭის, ტუაფსესა და ნოვოროსიისკის.

qalaqebi da kurortebi

რეგიონის შედარებით ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ქალაქებია: ბათუმი, ბიჭვინთა, გაგრა, გელენჯიკი, გუდაუთა,  ნოვოროსიისკი, ოჩამჩირე, სოჭი, სოხუმი, ტუაფსე, ფოთი, ქობულეთი. ამას გარდა კურორტული მნიშვნელობის დასახლებებია: აბრაუ-დურსო, ადლერი, ანაკლია, ახალი ათონი, განმუხური, გონიო, გულრიფში, დაგომისი, ვარდანე, ლაზარევსკოე, ლოო, მაცესტა, მახინჯაური, სარფი, ურეკი, ჩაქვი, ციხისძირი, ხოსტა.

baTumi

ბათუმი - ქალაქი საქართველოში, კავკასიური რივიერის სამხრეთ ნაწილში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი 1878 წლიდან. მოსახლეობა - 160 ათასი. ბათუმი მსხვილი საერთაშორისო ნავსადგურია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, ბაქო-ბათუმის რკინიგზისა და ნავთობსადენის ბოლო პუნქტი და საავტომობილო გზების კვანძი. მდებარეობს ზღვის დონიდან 5 მ, თბილისიდან 350 კმ-ში (რკინიგზით).

turizmi

ბოლო წლებში ბათუმი იქცა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ ადგილად საქართველოში. ის პოპულარობით სარგებლობს არა მარტო რესპუბლიკის, არამედ რეგიონის მასშტაბითაც. დიდია ტურისტული ნაკადი ევროპიდან და ამერიკის კონტინენტებიდანაც. 2009 წლის აგვისტოში დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებლი დამსვენებლებისა - 400 000 ათასი ადამიანი. ბათუმში ინტენსიურად ხდება თანამედრო სასტუმროებისა და გასართობი ცენტრების მშენებლობა. 2010 წელს იხსნება დელფინარიუმი. ასევე 2009 წელს მოხდა ბათუმის ბულვარის 1.5 კილომეტრით დაგრძელება, რომლის საერთო სიგრძე 7 კილომეტრს აღემატება. ბათუმში მოქმედებს შერატონისა და სხვა ბრენდების სასტუმროები.

RirSesaniSnaobebi

აჭარის მუზეუმი, ბათუმის აკვარიუმი, ბოტანიკური ბაღი, დელფინარიუმი, ცირკი და „ბათუმის რივიერა“ - დასასვენებელი და გასართობი კომპლექსი შავი ზღვის სანაპიროზე. ბათუმში არის ყველა მთავარი რელიგიური მიმდინარეობის საკულტო ნაგებობები: მართლმადიდებლობის, კათოლიციზმის, ისლამის, იუდაიზმის. ბათუმში არის ბათუმისა და სხალთის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

soWi

სოჭი - ზღვისპირა საკურორტო ქალაქი რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, საქართველოს საზღვართან. დიდი სოჭი 147 კმ-ის სიგრძეზე მიუყვება შავი ზღვის სანაპიროს. 2002 წლის აღწერის მიხედვით ქალაქის მოსახლეობა 328.809 ადამიანს შეადგენდა. ქალაქი დაფუძნდა 1838 წელს როგორც ალექსანდრიის დასახლება. ქალაქის სტატუსი და ამჟამინდელი სახელი 1896 წელს მიენიჭა. პოპულარული საკურორტო ქალაქი საბჭოთა პერიოდში ხდება, როდესაც სტალინმა აქ საკუთარი აგარაკი აიგო.

ქალაქი სუბტროპიკული კლიმატის ზონაში მდებარეობს და აქ მრავალი სანატორიუმი და მინერალური აბანოებია გაშენებული. რეგიონში გაშენებული ჩაის პლანტაციები ევროპაში ყველაზე ჩრდილოეთით მდებარეობს. ზაფხულობით ქალაქს და მის შემოგარენს მილიონობით დამსვენებელი აწყდება. კავკასიის ბიოსფეროს ნაკრძალი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვირეობის სიაშია შეტანილი ქალაქის ჩრდილოეთით მდებარეობს.

სოჭში (დასახლება კრასნაია პოლიანასთან ერთად, რომელიც 39 კმ-ის დაშორებით მდებარეობს) 2014 წელს გაიმართება ზამთრის ოლიმპიური თამაშები. სათხილამურო კურორტი „კრასნაია პოლიანა“ 2007 წელს გაიხსნა და უნდა მიიღოს ღია ცის ქვეშ გასამართი ღონისძიებები (სათხილამურო რბოლა, სწრაფი დაშვება, ბობსლეი და სხვა), მაშინ როდესაც სოჭში გაიმართება დახურულ სივრცეში ჩასატარებელი შეჯიბრებები (ჰოკეი, ფიგურული სრიალი, შეჯიბრი ციგურებზე და სხვა).

klimati

ნოვოროსიისკიდან ტუაფსემდე იანვრის საშუალო ტემპერატურაა 3 °C, ხოლო ივლისში 23 °C. ტუაფსედან სამხრეთით გავრცელებულია ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი, რომლის ფორმირებასაც 1000 მეტრზე მაღალი მთების არსებობა უწყობს ხელს. ეს მთები საშუალებას არ აძლევენ ნოტიო შავი ზღვის ჰაერს აღმოსავლეთით გავრცელდეს, რაც ამ რეგიონში გარკვეულ მიკრო კლიმატს ქმნის, რომლის საშუალო ტემპერატურა იანვარში 5 °C, ხოლო ივლისსში 28 °C-ა. ტუაფსედან ჩრდილოეთით საშუალო წლიური ნალექი 500 მმ შეადგენს, ხოლო ტუაფსეს სამხრეთით აჭარის სანაპირომდე ეს მაჩვენებელი 2800 მმ უტოლდება, რომლის უმეტესობაც ზამთარში მოდის. წელიწადში მზიანი საათების საშუალო რაოდენობა 2200-2400 საათს შეადგენს და ზაფხულობით მხოლოდ 12 დღეა წვიმიანი.